მაისი ნიუსი არის მულტიდისციპლინური ექსპერტების გაერთიანება ახალ მულტიმედია სივრცეში, რომელიც მუშაობს მოქალაქეებთან ერთად, თანაშემოქმედების ფორმატში და ქმნის ანალიტიკურ და მულტიმედია პროდუქტს, მოქალაქეებისთვის ინფორმაციისა და ცოდნის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიული პროცესების, ევროკავშირის, სოციალური, ეკონომიკური და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
ჩვენი მიზანია მოქალაქეებს საქართველოს ქალაქებიდან და სოფლებიდან ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა მედია პლატფორმაზე საკუთარი იდეების, მოსაზრებების გასაზიარებლად, მონაწილეობითი დემოკრატიის გასაძლიერებლად.
კონკურსის შესახებ
კონკურსის შედეგად, შეირჩევა მკვლევარი-ჟურნალისტი და ახალი ამბების ჟურნალისტი, შემდეგი სამუშაოს შესასრულებლად:
- მკვლევარი ჟურნალისტი და ახალი ამბების ჟურნალისტი მუშაობენ ერთად, რათა მოამზადონ 6 ანალიტიკური სტატია შემდეგ საკითხებზე: ევროკავშირის 9 ნაბიჯი, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ინსტიტუციები. კონკრეტული თემის დაზუსტება მოხდება გუნდთან ერთად.
ძირითადი მოთხოვნები
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ფიზიკურ პირს/ებს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- მკვლევარი ჟურნალისტი: იცის კვლევის მეთოდები, საჯარო ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, ანალიტიკური სტატიების წერა და ამბის თხრობა, იცის საქართველოს კონსტიტუციის, ევროკავშირისა და ადამიანის უფლებების ძირითადი ჩარჩო და პრინციპები, კარგად იცნობს საქართველოს კონტექსტს (რაც დასტურდება მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილებით, საგანმანათლებლო პროგრამების სერტიფიკატებით/ცნობებით, ან/და წინარე ნაშრომების ნიმუშებით).
- ახალი ამბების ჟურნალისტი: იცის საჯარო ინფორმაციის მოპოვება და კვლევის მეთოდები, ინტერვიუს ჩატარების ტექნიკა, არის კომუნიკაბელური და ღია სიახლეებისთვის, კარგად იცნობს საქართველოში არსებულ კონტექსტს (რაც დასტურდება მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილებით, საგანმანათლებლო პროგრამების სერტიფიკატებით/ცნობებით, ან/და წინარე ნაშრომების ნიმუშებით).
შერჩევის სტადიები და პროცედურა
– განაცხადის განხილვა და გასაუბრება: განაცხადებს განიხილვას საკონკურსო კომისია, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
შერჩევის კრიტერიუმებია
- კანდიდატის ცოდნა, გამოცდილება კვლევით მეთოდებსა და საჯარო ინფორმაციასთან მუშაობის მიმართულებით – 30 ქულა
- კანდიდატის ცოდნა, გამოცდილება ანალიტიკური და ახალი ამბების წერის მიმართულებით – 30 ქულა
- კანდიდატის ცოდნა და ინფორმირებულობა საქართველოს კონსტიტუციის, ევროკავშირის, დემოკრატიული პროცესებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით – 20 ქულა.
- კანდიდატის ინფორმირებულობა საქართველოს კონტექსტის შესახებ – 20 ქულა
განაცხადის წარდგენა
განაცხადი მიიღება ელექტრონულად, 1 ოქტომბრის ჩათვლით. განაცხადები განიხილება ყოველ დღე, კანდიდატების შერჩევამდე. განაცხადები მიიღება ელ.ფოსტის მისამართზე: editorial@maisi.news. კანდიდატმა უნდა წარადგინოს:
- კანდიდატის CV
- კანდიდატის მიერ წარსულში დაწერილი/შექმნილი ნაშრომები (სტატიები, ბლოგები, ანალიტიკური სტატიები, კვლევები, ვიდეოები, რილსები და სხვა) – ელექტრონული ლინკის ან მიბმული პდფ ფაილის ფორმი
- შესასრულებელი სამუშაოს ფასი და ვადები
- რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაცია
მაისი ნიუსი იტოვებს უფლებას, დაუკავშირდეს კანდიდატის რეკომენდატორებს.