სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფები „სოფელ შუქრუთის გადასარჩენად“ და „ამომრჩევლები“ გეგმავენ სოფელ შუქრუთის სოლიდარობის აქციას ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, 20:00-ზე პარლამენტის წინ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, უკვე 40 დღეზე მეტია რამდენიმე ადამიანი შიმშილობს, ხოლო 5 მათგანს პირი აქვს ამოკერილი. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, შუქრუთელები უკვე 212 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მათთვის მიყენებული ზიანის სამართლიან ანაზღაურებას ითხოვენ.
„ყველა ადამიანს ველოდებით, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დაცული იყოს ადამიანის უფლებები ჩვენს ქვეყანაში“ – ნათქვამია განცხადებაში.
შუქრუთელების პროტესტზე ვრცლად – სალომე გოგოხიას სტატია.