“საქართველოში აშკარად დემოკრატიული უკუსვლაა. შემდეგი არჩევნები ჭეშმარიტების მომენტი იქნება და საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, რა გზით სურს სვლა, ევროპისკენ თუ ევროპისგან დაშორება. ეს მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის კიდევ უფრო მეტად, რადგან სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს”. – ევროკავშირის საგარეო სამსახური აქვეყნებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის კომენტარს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომამდე.
“[ევროპული] საბჭო განიხილავს უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის, საქართველოსა და ვენესუელის საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით,” – ნათქვამია განცხადებაში.