„გასულ წელს, აქციების დროს მედიის წარმომადგენლები ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის სამიზნე გახდნენ. სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ზეწოლა და აგრესია, მათ შორის, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის გამოყენება, მკაფიოდ მიუთითებს იმ სისტემურ პრობლემებზე, რომლებიც ჟურნალისტური საქმიანობის უსაფრთხოებას ეხება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო დაუყოვნებლივ გამოძიება, თუმცა დამნაშავე პირები ამ დრომდე არ გამოვლენილან და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი ბუნდოვანია.“ – ნათქვამია მედიაომბუდსმენის პრესრელიზში.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათი სამართლებრივი მხარდაჭერით დაზარალებულმა 18 ჟურნალისტმა და ოპერატორმა წარადგინა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში. ორგანიზაცია ასევე აქვეყნებს დეტალურ ანგარიშს ჟურნალისტებისა და ოპერატორების უფლებრივ მდგომარეობაზე.