20 ოქტომბერს გაიმართება მოქალაქეების მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“

ოქტომბერი 20, 2024
20 ოქტომბერს გაიმართება მოქალაქეების მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“

20 ოქტომბერს, თბილისში, საღამოს 17:00-ზე, ხუთი ლოკაციიდან მოქალაქეები გამართავენ მარშს თავისუფლების მოედნისკენ: „საქართველო ირჩევს ევროკავშირს.“

განცხადებაში ვკითხულობთ:

„საქართველო, რომელიც არ გაუშვებს ხელიდან ისტორიულ შანსს;
საქართველო, რომელიც ირჩევს ერთობასა და განვითარებას;
საქართველო, რომელიც არ დააღალატებს წინაპრებს და მომავალ თაობებს;
საქართველო, რომელიც ირჩევს ევროკავშირს და ნათელ მომავალს
იკრიბება 20 ოქტომბერს, მარშზე
საქართველო ირჩევს ევროკავშირს!

ვიკრიბებით ხუთ ლოკაციაზე:
• რესპუბლიკის მოედანი – 17:00სთ
• გმირთა მოედანი – 17:00სთ
• 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა) – 17:00სთ
• მარჯანიშვილის მოედანი – 17:00სთ
• ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა)

და როგორც ადრე – შეუჩერებელ მდინარეებად დავიძვრებით, და შევერთდებით თავისუფლების მოედანზე, ჩვენი დიდი ერთობის სიამაყით და სიხარულით იმის დასტურად, რომ არავისი სხვისი, ეს ქვეყანა არის ჩვენი!” (ნაწყვეტი ბესიკ ხარანაულის ლექსიდან).



ონლაინ მედია გამოცემა მაისი შეიქმნა ევროკავშირისა და ერიმის მხარდაჭერით. მედიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მაისს და შესაძლოა არ გამოხატავდეს მისი პარტნიორებისა და დონორების მოსაზრებებს.