სოვლაბის მკვლევარი, ბადრი ოყუჯავა სავარაუდოდ, ქართული ოცნების ამომრჩევლებმა სცემეს

ოქტომბერი 20, 2024
სოვლაბის მკვლევარი, ბადრი ოყუჯავა სავარაუდოდ, ქართული ოცნების ამომრჩევლებმა სცემეს

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (სოვლაბის) მკვლევარის, ბადრი ოყუჯავას თქმით, სამსახურში მიმავალს, ქართული ოცნების ამომრჩევლები თავს დაესხნენ: „დარეკეს ვიღაცეებთან“, „შემდეგ მოვიდა მანქანა, მანქანიდან ერთი ხუთი კაცი, სახეზე ყველას ვიცნობ – ქართული ოცნების ამომრჩევლები“. მკვლევარი შეღებეს პულივიზატორებით, „მცემეს, მირტყეს – ახლა შეიძლება ჩემები უყურებენ, ნერვიულობენ – კარგად ვარ, ბევრი არაფერი მაქვს დაზიანებული, მაგრამ შემღებეს.“

„ეს არის ქართული ოცნების დღევანდელი სახე, ასე ქუჩაში იჭერენ ხალხს და სცემენ,“ – ამბობს ბადრი ინციდენტის შემდგომ ჩაწერილ ვიდეო-მიმართვაში: „ხვალ ყველანი გამოვდივართ მარშზე და 26-ში ყველანი მივდივართ არჩევნებზე და ვუშვებთ ძალადობრივ რეჟიმს, ქუჩაში რომ დარბიან და ჩვენნაირ უბრალო ხალხს ქუჩაში რომ სცემენ.“ ბადრის თქმით, გამოძახებულია სასწრაფო დახმარების მანქანა და პოლიცია:
„არ ინერვეიულოთ, მე კარგად ვარ, მთავარია, ქვეყანა კარგად იყოს.“