საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვა

ოქტომბერი 27, 2024
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვა

27 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გთავაზობთ უცვლელად:

“მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გამოვუცხადო საქართველოს ყველა იმ ამომრჩეველს, რომელმაც ხმა მისცა საქართველოს ევროპულ მომავალს. თქვენ იყავით ძალიან ბევრნი, თქვენ გაიმარჯვეთ ამ არჩევნებში და არავის არ აქვს უფლება რომ წაგვართვას ეს ევროპული მომავალი. მინდა მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც ძალიან უთანასწორო და უსამართლო პირობებში იბრძდნენ კომისიებში, რომ დაეცვათ თქვემი ხმა. მადლობა მინდა ვუთხრა ჟურნალისტებს რომლებიც კიდევ უარეს პირობებშბი იბრძოდნენ იმისთვის, რომ ყველა დარღვევა ყოფილიყო მაქსიმალურად, რაც შეეძლოთ, დაფიქსირებული.

მაგრამ იმდენი იყო და ისეთი სხვადასვხა ფორმის, {დარღვევა} რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო რომ ყველაფერი აღებეჭდათ გადაცემებში. ჩვენ დავესწარით ძალიან უჩვეულო რამეს – ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების – გამოყენება ყველა იმ ხერხების, რაც გცვინახავს სხვადასხვა ქვეყნებში, თუ ამ ქვეყანაში, რაც შეიძლება რომ გამოიყენო რომ გააყალბო არჩევნები. {ამასთან} დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ ტექნოლოგია {იყო} გამოყენებული იმისთვის, რომ გაეთეთრებინათ გაყალბება – ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა.

ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის, შეიძლება ითქვას, ჰიბრიდული ომის ერთერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენს ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენთან რამოდენმე თვის წინ მიღებული იქნა ამ ხელისუფლების მიერ, რომელსაც ახლა დავარქმევ „ძალაუფლებას“ და არა ხელისუფლებას – რუსული კანონი. ამის შემდეგ კიდევ ბევრი სხვადასხვა რუსული კანონი {მიიღეს} – მთელი რიგი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ რეკომენდაციებს და ჩვენს ევროპულ მომავალს გვიხერგავს.

ახლა დღეს ამ არჩევნების დროს წაგვართვეს არჩევნების უფლება. ჩატარდა რუსული არჩევნები, წაგვართვეს არჩევნების ინსტიტუცტი, იმიტომ რომ ამ არჩევნების მერე ძალიან ძნელი წარმოსადგენია როგორი შეიძლება იყოს, თუ არაფერი შეიცვალა, ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში. წაგვართვეს არჩევნების კონსტიტუიური უფლება – ჩვენ მოქალაქეებს წაართვეს აქ, ძალიან ბევრს, წაართვეს თავიანთი პირადობის მოწმობები და ამით არჩევებში მონაწილეობის უფლება – სხვადასხვა ფორმით, კიდევ ერთხელ, და წაართვეს ჩვენ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, დაარღვიეს მათი კონსტიტუციური უფლება, იმით რომ არ გაიხსნა უბნები, და არა მხოლოდ ეს.

იქაც იქნა გამოყენებული სხვადსხვა ხერხები და სხვადასხვა ფორმები, იმიტომ რომ ასიათასმა, პრაქტიკულად, ემიგრანტმა ძალიან ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ ყოფილიყო რეგისტრირებული, როდესაც ადრე ძალიან ცოტა მონაწილეობდა ამჩევნებში. და ამის მიუხედავავდ მხოლოდ 33 ათასმა მოახერხა ხმის მიცემა. ეს ადამიანები თუ იბრძოდნენ იმისთვის, რომ ეს უფლება მოეპოვებინათ, თუ გადალახეს 2000 {მილი} ამერიკაში და ბევრი წინააღმდეგობა სხვადასხვა ევროპის ქალაქში – ეს არ ყოფილა იმისთვის, რომ ხმა არ მიეცათ, და იქაც რაღაც მოხდა რაც იქნება გამოსაკვლევი. ძალიან ბვრი რამ არის გამოსაკვლევი.

მე ძალიან მადლობელი ვარ ასევე ჩვენი უცხოელი პარტნიორების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების, რომლებმაც აღრიცხეს ყველა ის დარღვევა და არ დაიხიეს უკან რომ ჩამოეწერათ ის, რაც მოხდა აქ არჩვნებში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

მე მინდა დღეს აქ ვთქვა, როგორც ამ სახელმწიფოში ერთადერთი დარჩენილი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, მინდა ვთქვა რომ არ ვაღიარებ {ამ} არჩევნებს. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება. ეს არის იგივე, რაც აღიარება აქ რუსეთის შემოსვლის, რუსეთის მიმართ საქართელოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში. ამისთვის არ უცხოვურია ჩვენს წინაპრებს და ამას ჩვენ არ შევეგუებით, ჩვენი შემდეგი თაობებისთვის. არ შეიძება, რომ ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ევროპული მომავალი, რადგანაც მე არ ვარ ერთი ადამიანი, მე ვარ ინსტიტუტი და მე ვარ ინსტიტუტი, რომელიც დღეს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობას, და მე მინდა, რომ მოსახლეობას მივმართო და ვუთხრა, რომ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და გამოვაცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვეგუებით რუსეთს და მის შემოსვლას ამ ფორმით საქართველოში, {ამ} ახალი ფორმის დაპყრობას.

ჩვენ დავდგებით ერთად – ჩვენთან ერთად, და მე მათთან ერთად, არიან პარტიები, ვინც მონაწილეობდნენ არჩევნებში, იცავდნენ სწორედ ევროპულ მომავალს, ქარტიას. მათთან ერთად მინდა ყველას ერთად გითხრათ, და მოგიწვიოთ ხვალ საღამოს 7 საათზე, რომ ყველამ ერთად ვთქვათ და გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ერთმანეთსაც გამოვუცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, რომ მშვიდობიანად დავიცვათ ყოველი ხმა, მაგრამ რაც მთავარი არის, ჩვენი მომავალი და იმის საშუალება, რომ ამ ქვეყანაში სამომავლოდ ჩატარდეს სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები. ამ უფლებას არავის არ დავუთმობთ, ეს არის ჩვენი, ეს არის თქვენი, და ჩვენ ამას ხვალ ერთად ვიტყვით. ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა ყველასი ერთად, რომ ჩვენ ეს მსოფლიოს გამოვუცხადოთ.

მე მინდა მივმართო ჩვენს პარტნირებს, ევროპელებს, ამერიკელებს. მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა სხვადასხვა მხრივ, და ძალიან მადლობელი ვართ ყველანი ამ განცხადებისთვის, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, საზღვრების გარეთ, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა ამ რეგიონში, გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა, ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირების დამყარება.

ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლოებას. თქვენ მხოლოდ შეგიძლიათ მოსახლეობა დაიცვათ, მოსახლეობის უფლების {დაცვით}, დემოკრატიული უფლებების, ამ ქვეყანაში; და როგორც თქვენ დაიცავით საქართელო, როდესაც ხელისუფლებას უნდოდა რომ მიეღო (და მიიღო) რუსული კანონი და დადექით მოსახლეობის მხარეს, ასევე ამ არჩევნების მერე უნდა დაგვიდგეთ ჩვენ, მოსახლეობას, გვერდით, იმიტომ რომ ეს არჩევნები არ იქნა, არ შედგა, არ არის ლეგიტიმური და ვერაფერი ვერ გახდის ამ არჩევნებს ლეგიტიმურს. ძალიან დიდი მადლობა.”