საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი

დეკემბერი 3, 2024
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი

სალობე ზურაბიშვილის ბრიფინგი 3 დეკემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, უცვლელად:

“დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რამდენიმე დღის წინ, მაგრამ დღეს ვმსჯელობთ ამაზე – დღეს გამოუტანა განაჩენი თავის თავს და ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს. რადგანაც, ის შანსი, რაც არსებობდა რომ დავბრუნებულიყავით სწორედ კონსტიტუციის გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო ჩარჩოში ქვეყანა ზოგადად, და იმ სიტუაციაში სადაც ვიყავით არჩევნებამდე, რომელიც არის საწყისი ამ არალეგიტიმური მთლიანი ერთი მეორეზე გადაბმული მოვლენების რომელმაც დღეს მიგვიყვანა იქამდე რომ აღარ არსებობს არც ერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში – არა პარლამენტი, არა ამ პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობა, არა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც დაკარგა თავისი არსი და არა მთელი რიგი სხვა ინსტიტუციების, რომლებიც არიან სრულად დამოკიდებული ერთ პარტიულ წყობაზე რომელიც დღეს დაიმკვიდრა ქვეყანაში.

კითხვა ისმოდა და ისმის ალბათ თუ რატომ შევიტანეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, როდესაც უკვე ვიცოდით თუ რა დღეში იყო მთელი სასამართლო სისტემა და მე ამაზე უნდა ვაგო პასუხი, რადგან ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება – იმედი თუ ნდობა იმისი, რომ საკონსტიტუციო მიიღებდა სწორ გადაწყვეტილებას, ქვეყნისთვის სწორ გადაწყვეტილებას იყო მცირე, მაგრამ ყოველთვის არსებობს, ყოველთვის ჩემთვის პირველ რიგში არსებობს ადამიანების იმედი, მით უმეტეს ამ ქვეყანაში, სადაც არა ერთხელ ადამიანებმა გამოაჩინეს ის ძალა შინაგანი რომ გადაუდგე ამ მოვლენებს და დადგე როგორც პიროვნება.

მე მქონდა იმედი სადღაც, რომ როდესაც ადამიანებმა იციან, რომ მათზეა დამოკიდებული ის საშუალება რომ ქვეყანა დაუბრუნდეს მშვიდობას, დაუბრუნდეს კონსტიტუციურ წყობას და მერე დაუბრუნდეს პოლიტიკურ პროცესს – ადამიანებს როდესაც აქვთ ისტორიაში ეს ერთი საშუალება მოცემული რომელიც არასოდეს დაბრუნდება და როდესაც ინაწილებენ პასუხისმგებლობას იმ ყველაფერზე რაც შეიძლება განვითარდეს, მე ვთვლიდი, მჯეროდა, ვიმედოვნებდი, რომ სამი ადამიანი მაინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა და იქნებოდა მართალი თავისი სინდისის წინაშე და ქვეყნის წინაშე.

შევცდი. შევცდი, და დღეს ვართ იმ მდგომარეობაში და ჩემზე უფრო ამ დარგში კომპეტენტური ადამიანები იტყვიან თავიანთ სათქმელს, მაგრამ დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში როდესაც ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი კონსტიტუციური ძალაუფლება, სადაც დანა ჩაარტყეს კონსტიტუციაში და დახიეს მთლიანად, ხელისუფლებამ.

რჩება რა? რჩება კონსტიტუციური ლეგიტიმური ინსტიტუტი – და ეს მე ვარ და ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რჩება მეორე მხარეს ერთი ადამიანი რომელმაც მოახდინა სრული უზურპაცია ძალაუფლების ამ ქვეყანაში – და „ხელისუფლებას“ სიტყვას არ ვხმარობ – ძალაუფლების და დააწესა ძალადობრივი რეჟიმი, ეს არის ივანიშვილი და ჩვენ უნდა მოვნახოთ გამოსავალი ამ ქვეყნისთვის, რომელიც იქნება მშვიდობიანი გამოსავალი. მისი პასუხისმგებლობა არის რომ დააბრუნოს მისი რეჟიმი არაძალადობრივ მდგომარეობაში, ხალხს მოუსმინოს. ჩემი პასუხისმგებლობა არის რომ წავიყვანო ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს თავის ხვალინდელ ხელისუფლებას. დიდი მადლობა.”



ონლაინ მედია გამოცემა მაისი შეიქმნა ევროკავშირისა და ერიმის მხარდაჭერით. მედიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მაისს და შესაძლოა არ გამოხატავდეს მისი პარტნიორებისა და დონორების მოსაზრებებს.