თბილისის მერიის თანამშრომლები: ჩვენ, ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის, ევროპული ღირებულებების ერთგულნი

დეკემბერი 5, 2024
თბილისის მერიის თანამშრომლები: ჩვენ, ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის, ევროპული ღირებულებების ერთგულნი

თბილისის მერიის თანამშრომლები აქვეყნებენ განცხადებას, რითაც ეწინააღმდეგებიან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ.

4 დეკემბრის მდგომარეობით, განცხადებას ხელს აწერს 223 თანამშრომელი. სია განახლებადია.

გთავაზობთ განცხადებას, უცვლელად:

„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლების საჯარო განცხადება:

ჩვენ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს.

ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა.

ჩვენ, ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის, იმ ევროპული ღირებულებებისა და კურსის ერთგულნი, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული და ჩვენი საქმიანობის ფარგლებში ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ხელშეწყობას.“



ონლაინ მედია გამოცემა მაისი შეიქმნა ევროკავშირისა და ერიმის მხარდაჭერით. მედიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მაისს და შესაძლოა არ გამოხატავდეს მისი პარტნიორებისა და დონორების მოსაზრებებს.