საქართველოს 18 მოსამართლე: ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლთან წინააღმდეგობაშია

დეკემბერი 5, 2024
საქართველოს 18 მოსამართლე: ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლთან წინააღმდეგობაშია

„ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ნაბიჯს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან“: 29 ნოემბერს, მოსამართლეების ნაწილმა გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება, რითაც ისინი ეწინააღმდეგებიან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ და გმობენ ძალადობას.

გთავაზობთ განცხადებას, უცვლელად:

„ჩვენ, საქართველოს მოსამართლეებს, მიგვაჩნია, რომ ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობაა, დღეს, საკუთარი პოზიციის ხმამაღლა და არაორაზროვნად დაფიქსირება კანონის უზენაესობის ჭრილში, ადამიანის უფლებების დასაცავად და ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.

პროფესიული ეთიკის ფარგლებში, ვიცავთ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით, ამავდროულად, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ნაბიჯს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.
ერთგულნი ვრჩებით ღვთისა და ერის წინაშე დადებული მოსამართლის ფიცის და მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს.

საქართველოს ადგილი იქ არის, სადაც ადამიანის ღირსება, თავისუფლება და მშვიდობა ყველაზე მთავარი ღირებულებებია!
მაშასადამე, საქართველოს ადგილი ევროპაშია!“

განცხადება ღიაა ხელმოსაწერად ნებისმიერი მოსამართლისათვის და 4 დეკემბრისთვის მას  უერთდებიან:

1. ლევან დარბაიძე
2. მადონა მაისურაძე
3. ეკა არეშიძე
4. მანანა მესხიშვილი
5. ციცინო კიკვაძე
6. თამარ ჩიხლაძე
7. დევი დევიძე
8. თამარ ხაჟომია
9. დავით წერეთელი
10. ქეთევან მესხიშვილი
11. ვლადიმერ ხუჭუა
12. ეკატერინე გასიტაშვილი
13. ნინო გერგაული
14. ლაშა დადეშქელიანი
15. თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
16. მამუკა წიკლაური
17. ლელა ნოზაძე
18. ნინო ბაქაქური



ონლაინ მედია გამოცემა მაისი შეიქმნა ევროკავშირისა და ერიმის მხარდაჭერით. მედიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მაისს და შესაძლოა არ გამოხატავდეს მისი პარტნიორებისა და დონორების მოსაზრებებს.