გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიისა და კომუნიკაციიის ოფიცრის თანამდებობაზე

იანვარი 14, 2025
გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიისა და კომუნიკაციიის ოფიცრის თანამდებობაზე

ხელშეკრულება ითვალისწინებს სამთვიან გამოსაცდელ ვადას, რის შემდეგაც შესაძლებელია ვადის გაზრდა ერთ წლამდე. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 26 იანვრამდე.

 

მისია და მიზნები
გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისი (RCO) სტრატეგიულ ზედამხედველობასა და საკოორდინაციო მხარდაჭერას უწევს გაეროს საქართველოს გუნდს. მისი მიზანია გაეროს საქმიანობის ხელშეწყობა, რათა მან უზრუნველყოს ერთობლივი, თანმიმდევრული და ინტეგრირებული რეაგირება ეროვნულ პრიორიტეტებსა და საჭიროებებზე, საქართველოსთვის გაეროს 2021-2025 წლების მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (UNSDCF) ფარგლებში და უფრო ფართოდ – 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის კონტექსტში.

 

კონტექსტი
გაეროს მოხალისე მჭიდროდ იმუშავებს გაეროს საქართველოს საკომუნიკაციო ჯგუფთან მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (UNSDCF) შედეგებზე ONE UN კომუნიკაციების გასაძლიერებლად, მათ შორის ერთობლივი პროგრამებისა და მდგრადი განვითარების მიზნების დაჩქარებისკენ მიმართული გაეროს ერთობლივი ძალისხმევის ძირითადი შედეგების ჩათვლით. გაეროს მოხალისე ჩართული იქნება საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის (RCO) გუნდში, რომელიც ერთობლივად ახორციელებს ხუთ ძირითად ფუნქციას: (1) სტრატეგიული დაგეგმვა; (2) განვითარების ეკონომიკა; (3) პარტნიორობა და მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსება; (4) მონაცემები, შედეგების მართვა და ანგარიშგება; და (5) კომუნიკაცია და ადვოკატირება.

 

სამუშაოს აღწერილობა
საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ზედამხედველობითა და RCO-ს ოფისის ხელმძღვანელის უშუალო კოორდინაციით, გაეროს მოხალისე შეასრულებს შემდეგ ამოცანებს:

  • მუდმივი კოორდინატორისა და გაეროს გუნდის სოციალური მედიის ინტეგრირებული სტრატეგიის განხორციელების მხარდაჭერა
  • გაეროს საქართველოს სოციალური მედია პლატფორმების ყოველდღიური მართვის მხარდაჭერა
  • ინოვაციური და საინტერესო კონტენტის შექმნის მხარდაჭერა, მათ შორის ინფოგრაფიკების მომზადება საქართველოში გაეროს საქმიანობის შედეგების წარმოსაჩენად
  • გაეროს გუნდის მხარდაჭერა ადამიანური ისტორიების მოძიებაში, რომლებიც გამოყენებული იქნება სოციალურ მედიაში და სხვა საკომუნიკაციო აქტივობებში
  • გაეროს საქმიანობის ამსახველი აუდიო-ვიზუალური არქივის განვითარების მხარდაჭერა, მათ შორის ფოტოების, მარტივი ვიდეოებისა და აუდიო ჩანაწერების გზით
  • ბანერების, საქაღალდეების, სავიზიტო ბარათების, ბიულეტენების, პუბლიკაციების და სხვა მოთხოვნილი საბეჭდი/აუდიო-ვიზუალური მასალების დიზაინის შემუშავებაში მხარდაჭერა
  • მუდმივი კოორდინატორის მონაწილეობით ღონისძიებების/ვიზიტების წინა და შემდგომი საკომუნიკაციო აქტივობების მხარდაჭერა, მათ შორის სოციალური მედიის, ფოტო/ვიდეო გადაღების კუთხით
  • ადამიანური ისტორიების, საინფორმაციო ბიულეტენების, პამფლეტების და სხვა საკომუნიკაციო მასალების მომზადებაში მხარდაჭერა
  • დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის მონიტორინგის მხარდაჭერა და წვლილის შეტანა გაეროს გუნდის/RCO-ს მზაობის გაძლიერებაში დეზინფორმაციაზე რეაგირების მიზნით
  • საკომუნიკაციო, მედია პარტნიორთა და სხვა საოფისე მონაცემთა ბაზების განახლების მხარდაჭერა
  • მუდმივი კოორდინატორის ან RCO-ს ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული ნებისმიერი სხვა მოვალეობა

 

მოთხოვნები

ზოგადი:

  • მინიმუმ სამწლიანი პროფესიული გამოცდილება
  • ენები: ქართული, ინგლისური
  • საბაკალავრო ხარისხი ან მისი ეკვივალენტი კომუნიკაციების/ვიზუალური კომუნიკაციების, ციფრული მარკეტინგის, ინფორმაციის მართვის ან სხვა შესაბამის დისციპლინაში

უნარ-ჩვევები და გამოცდილება:

  • გრაფიკული დიზაინისა და ციფრული უნარები
  • საერთაშორისო ორგანიზაციებთან ან ორმხრივ და მრავალმხრივ განვითარების პარტნიორ ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება წარმოადგენს უპირატესობას
  • ზეპირი და წერილობითი უნარები; ტექსტის შედგენის, ფორმულირების და ანგარიშგების უნარები; ვიდეო წარმოების, სოციალური მედიის/ვებ-გვერდის მართვის და კონტენტის შექმნის გამოცდილება; გრაფიკული დიზაინის ცოდნა და Adobe-ის ჩათვლით საოფისე პროგრამული პაკეტების გამოყენების გამოცდილება
  • პროექტებისა და ღონისძიებების მართვის უნარები
  • სიზუსტე და პროფესიონალიზმი დოკუმენტების შექმნასა და რედაქტირებაში
  • ინტერპერსონალური უნარები; კულტურული და სოციალური მგრძნობელობა; სხვადასხვა პარტნიორთან ინკლუზიურად და თანამშრომლობით მუშაობის უნარი, მათ შორის ადგილობრივი თემის წევრებთან, რელიგიურ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და სხვადასხვა დონის ხელისუფლებასთან; განვითარებისთვის კომუნიკაციის ინსტრუმენტებისა და მიდგომების ცოდნა
  • მყარი კომპიუტერული წიგნიერება, მათ შორის სხვადასხვა Microsoft Office-ის აპლიკაციების (Excel, Word და სხვა) კარგი ცოდნა, ელ-ფოსტისა და ინტერნეტის გამოყენების უნარი; მონაცემთა ბაზების მართვის გამოცდილება და საოფისე ტექნოლოგიური აღჭურვილობის ცოდნა
  • თვითმოტივირებული, მინიმალური ზედამხედველობით მუშაობის უნარი; მკაცრ ვადებში მუშაობის უნარი

გაეროს მოხალისის (სპეციალისტის) ანაზღაურების და სხვა ბენეფიტების შეჯამება:
ანაზღაურება გაიცემა ეროვნულ ვალუტაში:

  • 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ყოველთვიური საარსებო მხარდაჭერა (MLA) შეადგენს 2733.83 ლარს
  • კერძო დაზღვევა: CIGNA-ს მიერ უზრუნველყოფილი ჯანმრთელობის, სტომატოლოგიური, სიცოცხლისა და დაშავების დაზღვევა
  • საწყისი ანაზღაურება: 400 აშშ დოლარი (გაიცემა ლარში)
  • შემდგომი ანაზღაურება: დაახლოებით 227.82 ლარი თვეში (გაიცემა მხოლოდ დავალების დამაკმაყოფილებლად შესრულების შემთხვევაში)
  • წლიური შვებულება: კალენდარულ თვეში დაგროვებული 2.5 დღე
  • სხვადასხვა სასწავლო პლატფორმებზე და გაეროსა და UNV ქსელზე თავისუფალი წვდომა

 

შენიშვნები:

1. საარსებო მხარდაჭერა არ წარმოადგენს მოხალისეობრივი სამუშაოს სანაცვლოდ გაცემულ კომპენსაციას, ჯილდოს ან ხელფასს.
2. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ UNV-ის პოზიციები არის მოხალისეობრივი და არა დასაქმების პოზიციები.
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია გაეროს ვებ-გვერდზე.



ონლაინ მედია გამოცემა მაისი შეიქმნა ევროკავშირისა და ერიმის მხარდაჭერით. მედიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მაისს და შესაძლოა არ გამოხატავდეს მისი პარტნიორებისა და დონორების მოსაზრებებს.