25 იანვარს საქართველოს მუსიკოსები იპოდრომზე გამართავენ კონცერტს, სადაც გააპროტესტებენ საჯარო სივრცეების მიტაცებას – იპოდრომის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, სასამართლოების მიტაცებას და უცვლელად, სოლიდარობას უცხადებენ უკანონოდ დაპატიმრებულ და ნაწამებ მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს.
იპოდრომი, რომელიც თბილისის გულში ათეულობით ჰექტარ ტყესა და თავისუფალ ლანდშაფტს მოიცავს, მე-12 საუკუნიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. დღესაც, მოქალაქეები აქ იკრიბებიან ურთიერთობისთვის, ვარჯიშისთვის, ბუნებაში დროის გასატარებლად. თუმცა, დახურული და გაუმჭირვალე პროცესის ფარგლებში, იგეგმება იპოდრომის აგრესიული განაშენიანება, რაც წაართმევს მოქალაქეებს ბოლო თავისუფალ სივრცეს, გააუარესებს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე ეკოლოგიას და გაზრდის საცობების მოცულობას.
საპროტესტო კონცერტი გაიმართება 16:00-დან 23:00-მდე, ხოლო 23:00-დან გაიმართება საპროტესტო მსვლელობა რუსთაველისკენ.
საპროტესტო კონცერტს მუსიკალური აქცენტები – მიტაცება აწყობს საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი, სამოქალაქო მოძრაობა “იპოდრომი – უბეტონო მხარე” – „მუსიკალური აქცენტების“ ფარგლებში, ხოლო კონცერტის მედია პარტნიორია Maisi.News-საქართველო.