მზია ამაღლობელი: “არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი”

იანვარი 22, 2025
მზია ამაღლობელი: “არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი”

ერთი კვირაა გასული მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელმა შიმშილი დაიწყო. დღეს გავრცელდა მისი წერილი, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:

“ფაქტი რის გამოც დღეს ბრალდებული ვარ შედეგია იმ რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი, ადამიანის სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული პროცესების, პროცესების, რომელიც ბოლო ერთი წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხს იკიდებს როგორც დიქტატურა.

არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ.
სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა.

ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება. იბრძოლეთ სანამ გვიანი არ არის.

იბრძოლეთ ყველგან სადაც არუნდა იყოთ – ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ.

სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორიებში საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში.

იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი.

არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან.”



ონლაინ მედია გამოცემა მაისი შეიქმნა ევროკავშირისა და ერიმის მხარდაჭერით. მედიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მაისს და შესაძლოა არ გამოხატავდეს მისი პარტნიორებისა და დონორების მოსაზრებებს.