სინათლის მოძრაობა აქვეყნებს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების გეგმას:
“ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გზაზე მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლები პროტესტის თითოეული მონაწილის სანდო და ერთგული დასაყრდენები არიან.
პროტესტის პირველივე დღიდან გაუქმდა ჩანიშნული ღონისძიებები. ორგანიზატორები, არტისტები და მსმენელები კი სხვა თანამოაზრეების მხარდამხარ შეუდგნენ სისტემის წინააღმდეგ თავდაუზოგავ ბრძოლას.
ბარებმა გახსნეს კარი პროტესტის მონაწილეთათვის. გასწიეს უამრავი რისკი. მარბიელი რაზმებისგან დაზარალებულებს ზამთრის ცივ დღეებში გვაძლევდნენ თავშესაფარს, გვამარაგებდნენ ჩაით, ყავით, საკვებით…
მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალურმა სივრცეებმა ფინანსური ვალდებულებების გამო ნაწილობრივ აღადგინეს საქმიანობა, დაგროვილი დავალიანებები მათ არსებობას საფრთხეს უქმნის და უმძიმესი რეალობის – დახურვის პერსპექტივის წინაშე აყენებს.
ასეთი თავისუფალი სივრცეების დაკარგვის ფუფუნება კი, განსაკუთრებით ასეთ დროს, ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს.
სწორედ ამიტომ, სინათლის მოძრაობის ინიციატივით, წელს უჩვეულოდ ადრე ვაანონსებთ მაისში დაგეგმილ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ივენთების სერიას, რომლის ბილეთების წინასწარ შეძენითაც მხარს დავუჭერთ შემდეგ სივრცეებს:
▪️Dedaena Bar (უმასპინძლებს ღონისძიებას)
▪️ARTERIA (უმასპინძლებს ღონისძიებას)
▪️Jazz Club 1984 (უმასპინძლებს ღონისძიებას)
▪️Mutant Radio (უმასპინძლებს ღონისძიებას)
▪️სამაგიდო თამაშების გილდია • Board Games Guild (უმასპინძლებს ღონისძიებას)
▪️Success Bar
▪️Makulatura Bar
▪️Woland’s Speakeasy
▪️Canudos Ethnic Bar
ბილეთების წინმსწრებად შეძენით თქვენ თითოეულ მათგანს რთული დღეების გადალახვაში, ფინანსური პრობლემების დაძლევასა და არსებობის გაგრძელებაში დაეხმარებით.
ბილეთების შესაძენად უნდა ეწვიოთ: https://bit.ly/May26Independence
დამატებითი დეტალები გამოცხადდება მაისში.
თარიღი: 24 მაისი, 21:00
ფასი: 50 ლარი
თუ თქვენ არ გსურთ ბილეთის შეძენა და ღონისძიებებზე დასწრება, მაგრამ გსურთ ამ სივრცეების მხარდაჭერა თქვენთვის სასურველი ნებისმიერი თანხის დონაციით, ეს შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:
TBC: #GE78TB7931936080100013
BOG: #GE41BG0000000605327893
მიმღები/To: სინათლის მოძრაობა / Sinatlis Modzraoba
დანიშნულება/Description: ჩუქება თავისუფალ ბარებს / Donation Free bars
წინასწარ გიხდით მადლობას ამ ინიციატივაშიც გაერთიანებისთვის და, ზოგადად, იმ დაუვიწყარი ერთობისთვის, რასაც ყველანი ერთად ვდებთ და დავდებთ, იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება!
გვახსოვდეს: ერთობით ყველაფერს შევძლებთ!”