მაგთიკომის ინტერნეტის შეფერხება: “დაფიქსირდა სამ წერტილში საეჭვო დაზიანება”

იანვარი 28, 2025
მაგთიკომის ინტერნეტის შეფერხება: “დაფიქსირდა სამ წერტილში საეჭვო დაზიანება”

27 იანვარს მაგთიკომის ინტერნეტის მომხმარებლებს რამდენიმე საათით შეეზღუდათ წვდომა ინტერნეტ მომსახურებაზე.
მაგთიკომმა გამოაქვეყნა განმარტება აღნიშნულთან დაკავშირებით:

“27 იანვარს მაგთიკომის მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის სერვისებზე დაფიქსირდა შეფერხება.
გაცნობებთ, რომ მაგთიკომის ინტერნეტ შეერთება საქართველოში გადაზღვეული არხებით შემოდის ევროპიდან. 27 იანვარს დაზიანება დაფიქსირდა თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდება პარტნიორი კომპანიის ტექნიკური ჯგუფების დაზიანების წერტილამდე მისვლა.

რაც შეეხება სარეზერვო მაგისტრალური არხის დაზიანებას, 27 იანვრის 21:21-ზე საქართველოს მხარეს, აჭარის ტერიტორიაზე, დაფიქსირდა სამ წერტილში საეჭვო დაზიანება (გადაცემულია სამართალდამცავ ორგანოებზე).
მაგთიკომის ტექნიკური ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა პრობლემების აღმოსაფხვრელად და 28 იანვრის 01:54-ზე სრულად აღმოიფხვრა სამივე დაზიანება.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.”

შეგახსენებთ, მაგთიკომი შეუერთდა თავისუფალი ბიზნესის ინიციატივას: www.freebusiness.ge



ონლაინ მედია გამოცემა მაისი შეიქმნა ევროკავშირისა და ერიმის მხარდაჭერით. მედიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მაისს და შესაძლოა არ გამოხატავდეს მისი პარტნიორებისა და დონორების მოსაზრებებს.