დევნილი კაცი რეანიმაციაშია სხეულის 65%-იანი დამწვრობით

იანვარი 29, 2025
დევნილი კაცი რეანიმაციაშია სხეულის 65%-იანი დამწვრობით

27 იანვარს თბილისში, დევნილთა სააგენტოსთან მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. როგორც რადიო თავისუფლება წერს, “სხეულის 65 პროცენტი აქვს დამწვარი კაცს, რომელმაც თბილისში, დევნილთა სააგენტოს შენობასთან, საწვავი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა”. პაციენტი ამჟამად დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება დაზიანებული სასუნთქი გზებით. მოწმეების თქმით, მამაკაცი დასთან ერთად მივიდა სააგენტოში და ითხოვდა შეხვედრას.

მოძრაობა აფხაზეთისთვის აქვეყნებს მიმართვას და ითხოვს ხელისუფლებისგან განმარტებას: “27 იანვარს დევნილთა სააგენტოს ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით – საუბარია დევნილზე, რომელმაც მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას, ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. საზოგადოების მაღალი იტერესის გამო დაუყონებლივ გაკეთდეს განმარტება , რამ გამოიწვია დევნილის მსგავსი საზარელი ნაბიჯის გადადგმა და როგორია მისი ჯამრთელობის მდგომარეობა?!”

საქართველოში დევნილთა საცხოვრებელი პირობები მწვავე პრობლემას წარმოადგენს. ქვეყანაში 270’000-მდე იძულებით გადაადგილებული პირია, რომელთა დიდი ნაწილი ღირსეული საცხოვრისის მოლოდინშია. მრავალი სხვადასხვა კვლევით, დევნილთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამა ხარვეზებით ხორციელდება. ბევრი დევნილი წლების განმავლობაში ელოდება ბინის მიღებას, ხოლო არსებული საცხოვრებლების მდგომარეობა ხშირად არ შეესაბამება მინიმალურ სტანდარტებს.



ონლაინ მედია გამოცემა მაისი შეიქმნა ევროკავშირისა და ერიმის მხარდაჭერით. მედიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მაისს და შესაძლოა არ გამოხატავდეს მისი პარტნიორებისა და დონორების მოსაზრებებს.