პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: „ეს არნახული არის“

ნოემბერი 29, 2024
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: „ეს არნახული არის“

29 ნოემბერს, საღამოს, საქართველოს მოქალაქეების პროტესტის გაგრძელების პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა მოსახლეობას, პირდაპირი ჩართვით. გთავაზობთ გამოსვლის ტექსტს, უცვლელად:

„ძალიან მაგარი არის საქართველო და ძალიან მაგარია მისი საზოგადოება. ეს ჩანს ყველანაირად, რომ არავინ არის მზად, რომ შეეგუოს გარუსებულ საქართველოს, კონსტიტუცია წართმეულ საქართველოს, არალეგიტიმური მთავრობისა და პარლამენტის ხელში მყოფ საქართველოს. და ამიტომ თქვენ ხართ ძალიან ბევრნი გამოსული დღეს.

გიყურებთ, გიყურებთ რუსთაველზე, გიყურებთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში – ბათუმი, ქუთაისი ზუგდიდი, ახმეტა, ლაგოდეხი, თელავი… ეს არნახული არის, რომ ერთდროულად და სპონტანურად გამოდიოდეს საქართველოს მოქალაქეები ამ ფორმით, მშვიდობიანად, უაღრესად მშვიდობიანად.

და მე მინდა მივმართო, პირველ რიგში, სამართალდამცველებს. პოლიციელები ვიცი, საპატრულო პოლიცია რომ რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებენ – და მინდა ამისთვის მადლობა ვუთხრათ. დანარჩენები – მე მინდა მოგმართოთ – რომ თქვენ არ ასწიოთ ხელი ახალგაზრდა, ჩვენს მოქალაქეებზე, არც სხვებზე – თქვენ თავი შეიკავეთ, და თქვენი მოვალეობა დაიცავით.
არაფერი არ ხდება არც რუსთაველზე, არც სხვა ქალაქებში, რაც მოითხოვს თქვენს ჩართულობას, და რაც მოითხოვს დარბევას. ამიტომ ეს ყველაფერი, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა არის თქვენი და მხოლოდ თქვენი და თქვენი უფროსების – მათაც ამაზე იფიქრონ.

მე მინდა ასევე მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც სოლიდარობით გამოდიან – ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი დიასპორის წევრები, რომლებიც გამოდიან ბერლინში, პარიზში, ვაშინგტონში, პოზნანში, ბრიუსელში და სტრასბურგში – ეს არის ძალიან დიდი მოძრაობა, რომელიც მოითხოვს, რომ ჩვენმა საგარეო უწყება, ჩვენი დიპლომატიური კორპუსი გახდეს სრულიად თანამონაწილე ამ პროცესის – და ხდება ნელნელა კიდეც, და ამ პროტესტსაც აქვს შედეგი, რადგან დღეს ვნახეთ, რომ {150-მდე} თანამშრომელი საგარეო საქმეთა სამინისტროსი – გაემიჯნა ამ ახალ პოლიტიკას, პრორუსულ პოლიტიკას, და გამოხატა თავისი პროტესტი ხელმოწერით.

ასევე ჩვენი ელჩი ბულგარეთში გადადგა და სხვებმა ხუთ სხვა ქალაქში გამოხატეს ასევე თავიანთი პროტესტი – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ქალაქებში – მით უმეტეს ევროკავშირის დედაქალაქებში, სადაც ისინი უნდა წარმოადგენდნენ საქართველოს ევროპულ მომავალს, და არა შეჩერებულ – დროებით თუ ძალიან დიდი ხნით შეჩერებულ, ევროინტეგრაციის პროცესს.

თავდაცვის სამინისტროში 40-ზე მეტი თანამშრომელი ასევე შეუერთდა პროტესტს და განაცხადი გააკეთა ამ კუთხით. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ მე ვიცი და როგორც უმაღლესი მთავარსარდალი ვგულშემატკივრობ იმ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება სრულად ჩვენი ჯარი, როდესაც მას ეუბნებიან, რომ ის ჩვენი პარტნიორები არ არიან სანდო პარტნიორები – რომ შეურაცხყოფას რომ აყენებენ ჩვენ პარტნიორებს – ეს მათთვის კიდევ უფრო მეტად არის მიუღებელი.

რაც შეეხება უაღრესად მნიშვნელოვან სექტორს, განათლების სფეროს, იქ 450-ზე მეტი თანამშრომელი უკვე ამ პროტესტს შუერთდა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. 17 მოსამართლე და 2 რაიონული სასამართლოს მოსამართლე – ყველა ესენი გაემიჯნენ კიდევ ერთხელ, ამ პრორუსულ პოლიტიკას. იუსტიციის სამინისტრის სერვისების განვითარების სააგენტოდან 100-ზე მეტი თანაშრომელი, საკონსტიტუციო სასამართლოს 16 თანამშრომელი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 42 თანამშრომელი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სენატის 9 წევრი – ეს არის ძალიან დიდი მოძრაობა, რომელიც დაწყებული არის საჯარო სექტორში, სახელმწიფო სექტორში და რომელიც ნელ-ნელა მოიცავს მთლიანად საქართველოს. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ, სადაც ყველაზე უფრო ემსაუხრებისან სახელმწიფოს და საქართველოს მომავალს და ინტერესებს, იქ ეს პროტესტი გაჩნდა და აღარ გაჩერდება. აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ადამიანები რომლებიც იქ მუშაობვენ უნდა გადადგნენ მაინცდამაინც – არა, ეს ადამინაები უნდა დარჩნენ თავის ადგილას, იმიტომ რომ ხვალაც ემსახურებიან ქვეყანას და სახელმწიფოს, მაგრამ უნდა გამოთქვან თავიანთი პროტესტი და მე დღეს შევხვდი რამდენიმე არასამთავრობოს და შემიძლია ვთქვა, რომ ყველა, ვინც ამ პროტესტის გამო ამ გამოხმარუბისა და საჯარო პროტესტის გამო იქნებიან რამენაირად დასჯილი – ისინი იქნებიან ასევე დაცულნი.

ასევე, დროებით შეჩერდა სწავლის პროცესი რამდენიმე სუნივერსიტეტში – კერძო უნივერსიტეტებში – ჯიპა, BTU, კავკასიის უნივერსიტეტი, სულხან საბას უნივერსიტეტი, და ალტერბრიჯი. კიდევ მინდა ეს ვახსენო და ეს არის ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა; ჩემთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის, რომ გუშინდელი აქციის შემდეგ 43 ადამიანი არის დაკავებული – ჩვენ ისინი არ გვავიწყდება, მათი ბედი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობა და მეც ვგრძნობ პირადად ამ პასუხისმგებლობას.

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ ეს არის ძალიან დიდი აქცია რომელიც მოიცავს მთელ ქვეყანას, ძალიან დიდი პროტესტი, რომელიც მოიცავს მთელ ქვეყანას – ჩვენ ყველანი ვართ ერთგული ამ პროტესტში ჩვენ ყველანი ვართ ერთად ამ პროტესტში. მე შემიძლია დღეს ვთქვა რომ წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებული არის. დაწყებულია თქვენს მიერ – არავის მითითებით, არავის მოთხოვნით, სპონტანტურად, მშვიდობიანი და კონსტიტუციური წინააღმდეგობის მოძრაობა, რომლის მეც ვარ სოლიდარული მთლიანად, თქვენს გვერდით ვარ და ჩვენ ვართ ყველანი ერთად სანამ საქართველო არ მიაღწევს თავის მიზანს, დაუბრუნდეს თავის ევროპულ გზას მიაღწიოს ახალ არჩევნებს და მიაღწიოს იმას, რომ თავისი მომავალი იყოს ერთხელ და სამუდამოდ დაცული.”

ფოტო: The Georgian Times