ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და უფროსი წევრი: „ეს დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია“

ნოემბერი 30, 2024
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და უფროსი წევრი: „ეს დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია“

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და უფროსი წევრი აქვეყნებენ განცხადებას, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:

“ვაშინგტონი – დღეს, აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, წარმომადგენელმა ჯო უილსონმა (სამხრეთ კაროლინადან) და უფროსმა წევრმა, წარმომადგენელმა სტივ კოენმა (ტენესიდან) გამოაქვეყნეს შემდეგი განცხადება, რომლითაც გამოხატეს სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც განაგრძობს მშვიდობიან პროტესტს დემოკრატიისა და ევროპული მომავლის გადასარჩენად ძალადობრივი სამთავრობო რეპრესიების პირისპირ:

“ხუთშაბათს ქართველები გამოვიდნენ თბილისისა და მთელი ქვეყნის ქუჩებში, რათა გაეპროტესტებინათ „ქართული ოცნების“ პარტიის გაცხადებული გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ. ამ მშვიდობიან პროტესტს მათ უპასუხეს უკიდურესი ძალადობით. ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ამ {ძალადობას}.

“არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ მანიპულირება მოახდინა ქვეყნის ოქტომბრის არჩევნებზე ძალაუფლების შესანარჩუნებლად და კვლავ უარყო ქართველი ხალხის ერთმნიშვნელოვანი მისწრაფებები ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამ კვირის დასაწყისში, „ქართულმა ოცნებამ“ დანიშნა ახალი მთავრობა სრული ოპოზიციური ბოიკოტის პირობებში, პრეზიდენტის აღიარების გარეშე, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, ეს დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია.

“ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მოვუწოდებთ როგორც მოქმედ, ისე მომავალ ადმინისტრაციას, მხარი დაუჭირონ ქართველებს მათ ბრძოლაში დემოკრატიისა და თავისუფლების აღსადგენად თავიანთ ქვეყანაში. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გადადგას ნაბიჯები იმ პირთა დასასჯელად, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქართველების მშვიდობიანი პროტესტისა და საარჩევნო უფლების დარღვევაზე.”