იუსტიციის სახლის 598 თანამშრომელი: ევროპული ინტეგრაციის შეჩერება ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას

დეკემბერი 5, 2024
იუსტიციის სახლის 598 თანამშრომელი: ევროპული ინტეგრაციის შეჩერება ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას

4 დეკემბრის მდგომარეობით, იუსტიციის სახლის 598 თანამშრომელი აწერს ხელს მათ ერთობლივ განცხადებას, რითაც ეწინააღმდეგებიან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ.

გთავაზობთ განცხადებას, უცვლელად:

„იუსტიციის სახლის თანამშრომლების განცხადება:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის თანამშრომლები ვაცხადებთ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება სცდება პოლიტიკური გემოვნების საკითხს. იგი ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გაცხადებულ მიზანს.

იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მნიშვნელოვანი წვლილი გვაქვს შეტანილი ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში. შესაბამისად, ამ პროცესის შეჩერება ჩვენთვის მეტად მტკივნეულია.

გვჯერა, რომ სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ერთადერთი გზა, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი!

ვემსახურებით საქართველოს და უპირობოდ ვიცავთ მის კონსტიტუციას!“



ონლაინ მედია გამოცემა მაისი შეიქმნა ევროკავშირისა და ერიმის მხარდაჭერით. მედიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მაისს და შესაძლოა არ გამოხატავდეს მისი პარტნიორებისა და დონორების მოსაზრებებს.