3500-მდე საჯარო მოხელე და საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელი გმობს ძალადობას და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას საერთო განცხადებებით

დეკემბერი 11, 2024
3500-მდე საჯარო მოხელე და საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელი გმობს ძალადობას და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას საერთო განცხადებებით

29 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, სხვადასხვა საჯარო მოხელეებმა და სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულმა პირებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადებები – ხელმომწერთა რაოდენობა ამ პერიოდში 3500-მდეა, მათ შორის:

– აჭარის ტელევიზიის და რადიოს თანამშრომლები: „ძალადობრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებები აზიანებს მთელ ქვეყანას
– იუსტიციის სახლის 598 თანამშრომელი: ევროპული ინტეგრაციის შეჩერება ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას 
– დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები: ევროინტეგრაციის შეჩერება „დააზიანებს ქვეყნის წინსვლას
– საქართველოს 18 მოსამართლე: ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლთან წინააღმდეგობაშია
– საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები: ვგმობთ „სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, მიზანმიმართული დევნის, უსაფუძვლო დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის ქმედებებს
– სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები: ევროინტეგრაციის შეჩერება „მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ინტერესებს
– თბილისის მერიის თანამშრომლები: ჩვენ, ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის, ევროპული ღირებულებების ერთგულნი
– სოციალური მუშაკები: „ვბრაზობთ და ვწუხვართ, როდესაც ვხედავთ როგორ მოქმედებს პოლიციური სისტემა და სასტიკად უსწორდება მშვიდობიან დემონსტრანტებს
– განათლების სექტორის 1000-ზე მეტი თანამშრომელი: ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი
– საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები: მხარს ვუჭერთ ევროინტეგრაციის უწყვეტად და შეუქცევადად განხორციელებას
– ასობით საჯარო მოხელე ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის შეჩერებას და მშვიდობიანი პროტესტის დარბევას
– თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები: „ერთგული ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულებისა.“
– საგარეო საქმეთა სამინისტროს 243 თანამშრომელი: ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას
– სახალხო დამცველის თანამშრომლების განცხადება.

ასობით ბიზნესის წარმომადგენელი, ათიათასობით მოქალაქე კვლავ აპროტესტებს სისტემურ ძალადობას, წამებას და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. 10 დეკემბრის მდგომარეობით, 28 ნოემბრიდან დაწყებული ქართული არასამთავრობო სექტორის 11 ორგანიზაციის ცხელ ხაზზე შესული ინფორმაციის თანახმად, მშვიდობიანი პროტესტის 460-ზე მეტი პირი დაკავებულია, საიდანაც 300-ზე მეტი – დაკავების და დაკავების შემდგომ პერიოდში დაექვემდებარა წამებას და არასათანადო მოპყრობას. დაკავებულ პირთა ასაკი მერყეობს 15-დან 60 წლამდე. მამაკაცებთან ერთად დაკავებულ იქნენ ქალები და ბავშვებიც.



ონლაინ მედია გამოცემა მაისი შეიქმნა ევროკავშირისა და ერიმის მხარდაჭერით. მედიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მაისს და შესაძლოა არ გამოხატავდეს მისი პარტნიორებისა და დონორების მოსაზრებებს.