„საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება“ – ცესკო

ოქტომბერი 12, 2024
„საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება“ – ცესკო

„საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება. ადმინისტრაციის ზოგიერთმა თანამშრომელმა მიიღო სატელეფონო შეტყობინებები, რომლითაც მოუწოდებენ მათ, უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე. დატოვონ სამსახური და ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთონ.“ – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 12 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განცხადა.

ცეკოს-ს თავმჯდომარის თქმით, კომისიის თანამშრომლებმა სატელეფონო შეტყობინებები ერთი და იგივე ნომრიდან მიიღეს – „ყველა შემთხვევაში მითითებულია ადრესატის სახელი, რაც ადასტურებს რომ შეტყობინების ავტორისთვის ცნობილია ჩვენი კოლეგების შესახებ პერსონალური ინფორმაცია და მათი ვინაობა.“ -ამბობს კალანდარიშვილი.

ცესკოს ინფორმაციით, რამდენიმე თანამშრომელმა მიიღო ერთი და იმავე შინაარსის გზავნილი და კონკრეტულად რა სახის მუქარებზეა საუბარი, ამის შესახებ ცეკო-ს თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია. მისი განმარტებით, კომისია თანამშრომლების ინტერესებს დაიცავს და ამისთვის ყველა სამართლებრივ გზას მიმართავს.

„შეტყობინების ადრესატი ჩვენი კოლეგები საარჩევნო ადმინისტრაციის გუნდთან ერთად აგრძელებენ მუშაობას და მსგავსი ზეწოლა ხელს ვერ შეუშლის ინსტიტუციის გამართულ ფუქნციონირებას. სამწუხაროდ, აქამდეც იყო მსგავსი შემთხვევები როდესაც ადგილი ჰქონდა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მოსყიდვის, მათ მიმართ მუქარის თუ ზემოქმედების სხვა ფორმების გამოყენების მცდელობებს. არ გამოვრიცხავთ, რომ ზემოთხსენებული ფაქტიც წარმოადგენს ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და მისი დისკრედიტაციის კამპანიების ნაწილს, რომლებიც წლებია მიზანმიმართულად ხორციელდება და საზოგადოებას ამის შესახებ კარგად მოეხსენება.“ – -განცხადა კალანდარიშვილმა.

ცეკოს-ს თავმჯდომარის თქმით, მსგავსი ფაქტები „უკვე არსებულ პოლარიზებულ გარემოს მეტად ამძიმეს, უფრო რთულს ხდის და არჩევნების მთლიანობას აზიანებს.“
ბრიფინგზე კალანდარიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მათ შორის, საოლქო და საუბნო კომისიების თანამშრომლებს მოუწოდა, არ აჰყვნენ პროვოკაციებს. კალადანრიშვილმა ასევე მიმართა იმ პირებს/ჯგუფებს ვინც მსგავსი შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიან კომისიის თანამშრომლებს, რომ „მსგავსი პროვოკაციებით პროცესის დაზიანება არც ერთი დაინტერესებული მხარისთვის არ იქნება სასარგებლო და შედეგის მომტანი.“

კალდანარიშვილის თქმით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებული იქნება ყველა საერთაშორისო პარტნიორი.
როგორც „მაისი ნიუსს“ ცესკო-ში განუმარტეს, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას მიმართავენ.