„დაიცავის“ ახალი ინიციატივა ამომრჩევლების უფასო ტრანსპორტირებისთვის

ოქტომბერი 20, 2024
„დაიცავის“ ახალი ინიციატივა ამომრჩევლების უფასო ტრანსპორტირებისთვის

მოქალაქეების ჯგუფი „დაიცავი“, დიასპორულ ჯგუფ „1 მოქალაქე 1 არჩევანთან“ თანამშრომლობით იწყებს ახალ ინიციატივას, რომელიც ამომრჩევლებს დაეხმარება საარჩევნო უბნებამდე მისვლაში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. პრეს-რელიზის თანახმად, ინიციატივა მოიცავს:

1: #გაგიყოლებ: მოხალისე მძღოლების ქსელის შექმნა, რომლებიც მზად არიან ამომრჩევლები მიიყვანონ საარჩევნო უბნამდე. მოხალისეებს აუნაზღაურდებათ საწვავის ხარჯი.
2. #გამიყოლე: უფასო ტრანსპორტით მომსახურება ამომრჩევლებისთვის.

ინიციატივა დაფინანსებულია მოქალაქეების შემოწირულობებით.

ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ ყველა მოქალაქის შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში“, “ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს დემოკრატიული პროცესის გაძლიერებას და უზრუნველყოფს, რომ ტრანსპორტირების პრობლემა არ გახდეს ბარიერი ხმის მიცემისთვის.” – განაცხადა კოკა ჯახუტაშვილმა, ჯგუფი “დაიცავის” დამფუძნებელმა.

„დაიცავი“ მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს დარეგისტრირდნენ მოხალისე მძღოლებად, ან მოითხოვონ ტრანსპორტირება შემდეგ ბმულებზე:

– მოხალისე მძღოლების რეგისტრაცია

– ტრანსპორტის მოთხოვნა

პრეს-რელიზში ასევე მითითებულია ანგარიში, მოქალაქეების შემოწირულობებისთვის.

ჯგუფი „დაიცავი“ შეიქმნა მოქალაქეების საარჩევნო უფლების განხორციელების მხარდასაჭერად.