2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე, 23 ოქტომბერს, სამმა ტელეკომპანიამ (ტვ ფორმულა, მთავარი, იმედი) გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის შედეგები, მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მოხვედრისთვის, პარტიამ უნდა გადალახოს 5%-იანი ბარიერი. შემდგომი მნიშვნელოვანი ზღვრებია არანაკლებ 33.3%, რაც საჭიროა ჩვეულებრივი კანონის ან პარლამენტის სხვა გადაწყვეტილების მისაღებად, არანაკლებ 50% – რაც საჭიროა ორგანული კანონის მისაღებად (რომელიც შეეხება განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხებს), ასევე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამის დასამტკიცებლად და შემდგომ – არანაკლებ 66.6%, რაც საჭიროა კონსტიტუციური კანონის მისაღებად.
სამივე კვლევის თანხვედრით, მინიმალურ 5%-იან ბარიერს პარლამენტში მოსახვედრად სავარაუდოდ, სულ ცოტა, გადალახავენ: „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ (ახალი); თუმცა ხმების გადანაწილება და სხვა პარტიების მიერ ბარიერის გადალახვაზე, პროგნოზები განსხვავებულია:
*** ცხრილში მითითებულია მხოლოდ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც სამიდან ერთ-ერთი კვლევით მაინც, გადალახეს 5%-იანი ზღვარი.
ტელეკომპანია მთავარისთვის კვლევა განახორციელა Savanta Group-მა, ფორმულასთვის – Edison Research-მა, ხოლო იმედისთვის – Gorbi-მ. სამივე კვლევა ჩატარდა პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, ოქტომბრის თვეში.
30 სექტემბერს, „მედია ჩეკერმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება მოქალაქემ გადაამოწმოს საზოგადოებრივი აზრის სანდოობა. ბლოგში ვკითხულობთ, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, მათ შორის, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ეფუძნებოდეს წარმომადგენლობით შემთხვევითი შერჩევის აღიარებულ მეცნიერულ მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების არანაკლებ 95% საიმედოობას და რომლის ცდომილების ფარგლები 3%-ს არ აღემატება.
- უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობა.
23 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევების შესახებ ინფორმაცია გადამოწმდა ონლაინ და ინფორმაცია რესპოდენტების შერჩევის მეთოდისა და სანდოობის შესახებ მოიძებნა ონლაინ Savanta Group-ისა და Edison Research-ის კვლევებზე. დამატებითი დეტალები ხელმისაწვდომია Jam-news.net-ის მასალებში:
***ცხრილში მითითებულია შედარებისთვის ძირითადი ინფორმაცია, რისი მოკვლევაც შესაძლებელი გახდა საჯაროდ გამოქვეყნებული ბმულებიდან.
დამატებითი ინფორმაცია კვლევების შესახებ:
- „მედიის თავისუფლების ფონდის“ დაკვეთით, ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“, „Savanta Group“-ის მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა.
- ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით და დაფინანსებით, „Edison Research“-ის მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა.
- ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „Gorbi“-ს მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა.
- დამატებითი დეტალები საზოგადოებრივი კვლევების მეთოდოლოგიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ Jam-news.net-ის მასალაში.