წინააღმდეგობრივი ეგზიტ პოლები: Edison Research და Gorbi

ოქტომბერი 26, 2024
წინააღმდეგობრივი ეგზიტ პოლები: Edison Research და Gorbi

Edison Research-ის თანახმად, „ქართული ოცნება“ აგროვებს 40.9%-ს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 16.7%-ს, „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ (ახალი) – 16.7%-ს, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 10.3%-ს, „გახარია საქართველოსთვის“ – 8.2%-ს.

Gorbi-ს ეგზიტ პოლების თანახმად, „ქართული ოცნება“ აგროვებს 56.1%-ს, „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ (ახალი) – 12.6%-ს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 11.6%-ს, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 7%-ს, ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8%-ს.

ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნება“ – 52.98%, „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ (ახალი) – 11.19%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 9.8%, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 9.04%, „გახარია საქართველოსთვის“ – 8.24%.

წინასწარი შედეგები ჯერ არ მოიცავს ემიგრანტების ხმებს საზღვარგარეთ გახსნილი უბნებიდან.

იხილეთ არჩევნებამდე, ოქტომბრის თვეში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით.