საოლქო საარჩევნო კომისიებში, ერთდროულად ჩაინიშნა სადამაკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვა. „აუცილებელია პროცესები პირდაპირი ჩართვებით გაშუქდეს, რომ ყველამ შეძლოს, გამჭირვალედ მიადევნოს თვალი საჩივრების და მტკიცებულებების განხილვას,“ – ამბობს ღია სივრცე კავკასიას საარჩევნო იურისტი, საარჩევნო და პოლიტიკური პროგრამის ხელმძღვანელი, გვანცა საკანელაშვილი.
აღნიშნულ ოლქებში, არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, მოთხოვნილია უბნების შედეგების ბათილად ცნობა. საჩივრების განხილვა ერთდროულად ჩაინიშნა 29 ოლქში, ერთსა და იმავე დროს. ეს ოლქებია:
1. ბათუმში მოთხოვნილია – 33 უბანი;
2. მარნეული – 32 უბანი;
3. გარდაბანი – 27 უბანი;
4. ქუთაისი – 17 უბანი;
5. გორი – 15 უბანი;
6. თელავი – 15 უბანი;
7. ბოლნისი – 11 უბანი;
8. ქობულეთი – 8 უბანი;
9. ლაგოდეხი – 8 უბანი;
10. გურჯაანი – 8 უბანი;
11. კასპი – 8 უბანი;
12. ახალციხე – 7 უბანი;
13. დედოფლისწყარო – 6 უბანი;
14. მცხეთა – 7 უბანი;
15. ქარელი – 7 უბანი;
16. საგარეჯო – 6 უბანი.
17. სიღნაღი – 5 უბანი;
18. ზუგდიდი – 4 უბანი;
19. ხაშური – 4 უბანი;
20. სენაკი – 3 უბანი;
21. ხობი – 1 უბანი;
22. ყვარელი – 2 უბანი;
23. ახმეტა – 2 უბანი;
24. ბორჯომი – 2 უბანი;
25. წალკა – 2 უბანი;
26. ადიგენი – 2 უბანი;
27. დუშეთი – 2 უბანი;
28. ახალქალაქი – 1 უბანი;
29. დმანისი – 1 უბანი.